თსუ მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს მედიცინის პროგრამის სტუდენტებისთვის „რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტ“-ის (ქ. რიზე, თურქეთი) კლინიკაში სტაჟირების გავლის მიზნით შემდეგი მიმართულებებით:
· მეანობა-გინეკოლოგაი- 01/07/2025 - 31/08/2025;
· გულმკერდის ღრუს ორგანოების დაავადებები- 01/07/2025 - 31/08/2025;
· შინაგანი მედიცინა- 01/07/2025 - 31/08/2025;
· ბირთვული მედიცინა- 01/07/2025 - 31/08/2025;
· კარდიოლოგია- 01/07/2025 - 31/08/2025.
განცხადებები მიიღება ელექტრონულად ა.წ. 16 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით აღნიშნულ ბმულზე: ბმული.
შერჩეულ კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება ინგლისურ და თურქულ ენაზე, ა.წ. 21-22 მაისს (მის. მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი # 333).